"ფაზი-აგრეგირებები საგანგებო სიტუაციებისთვის განთავსება-ტრანსპორტირების დაგეგმვაში ".

2018-2019 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში

გამრჯვებული პროექტი:

"ფაზი-აგრეგირებები საგანგებო სიტუაციებისთვის განთავსება-ტრანსპორტირების დაგეგმვაში".

მონაწილეები:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის პროფესორები:

1. გია სირბილაძე, ხელმძღვანელი,

2. ბეჟან ღვაბერიძე, კოორდინატორი.

3. ბიძინა მაცაბერიძე, მკვლევარი, პროგრამული დეველოპერი

4. ანა სიხარულიძე, მკვლევარი,  სისტემური ანალიტიკოსი

აბსტრაქტი

საგანგებო სიტუაციების მართვის მენეჯმენტის  მხარდამჭერი  სისტემები აქტიურად გამოიყენება იმ ორგანიზაციების მიერ (მაგალითისთვის სამთავრობო ორგანიზაცია - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო),  რომლებიც დაინტერესებულნი არიან ექსტრემალური და ანომალიური პროცესებით; უზრუნველყოფენ საჭირო სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებისთვის ოპტიმალურ და უსაფრთხო მიწოდების მართვას იმ გეოგრაფიულ ტერიტორიებზე, რომლებიც დაზარალებულია კატასტროფებით, მიწისძვრებით, ტერორისტული აქტებით და სხვ. ასეთი პროგრამული ტექნოლოგიები წარმოადგენს საკვანძო პროდუქტებს ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის. ცხადია, რომ ექსტრემალური მოვლენები იწვევენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ზიანს. ასეთ შემთხვევებში ინტელექტუალური მხარდამჭერი ტექნოლოგიებით სარგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია საგანგებო სიტუაციებში  ლოკაცია-ტრანსპორტირების სწრაფი და ოპტიმალური სერვისისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული ახალი ზარალი, გამოწვეული განმეორებითი ექსტრემალური მოვლენით.  საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრებიდან დროული მომსახურება კატასტროფით დაზიანებული რეგიონისთვის (რეაგირების ეტაპი) წარმოადგენს საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის მნიშვნელოვან ამოცანას. ამ მიმართულების სამეცნიერო კვლევები მნიშვნელოვან ადგილს იკავებს  გადაწყვეტილების მიღების პრობლემატიკაში.  პროექტის მონაწილეების ახალი პუბლიკაციების შედეგებზე დაყრდნობით ჩვენი მიზანია შევქმნათ ექსპერტულ ცოდნაზე დაფუძნებული ინტელექტუალური მხარდამჭერი სისტემა, რომელიც  იქნება თანაშემწე ინსტრუმენტი, რათა მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილებები აღნიშნულ პრობლემატიკაში. სისტემის მათემატიკური მოდელის შემავალი იქნება როგორც ობიექტური, ასევე ექსპერტული შეფასებები. სისტემის გამოსავალი იქნება ფაზი-მრავალკრიტერიუმიანი საგანგებო სიტუაციების განთავსება-ტრანსპორტირების პრობლემის გადაწყვეტა კატასტროფის რეგიონებისთვის. შეიქმნება აღნიშნული პრობლემის ინტელექტუალური მხარდამჭერი სისტემა. სისტემის ტესტირება და იმპლემენტაცია შესრულდება საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოს ექსპერიმენტული კატასტროფის რეგიონისთვის (საქართველოს რომელიმე გეოგრაფიული ზონა), რომლის საგანგებო სიტუაცია დაგენერირდება სიმულაციური მოდელით.


ინფორმაცია

თარიღი
9 მარტი 2021